![2021/02/20/l51rx8kehacb2gs.png](/uploads_script3/articles/2021/02/20/l51rx8kehacb2gs.png)
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ენმ-ის ოფისში მივიდა.
ის ნიკა მელიას შეხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე პავილიონისს კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადებას ის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
მანამდე კი, რადიო თავისუფლების ცნობით, მან სააგენტო BNS-ს უთხრა:
"დავსხდებით ერთ მხარესთანაც, მეორე მხარესთანაც. შევეცდებით, რომ ვიპოვოთ გამოსავალი. რადგან თუ საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთმანეთის ციხეში გაშვებით იქ ნამდვილად ვერ მოხვდებიან".